სტეფანწმინდა (ყოფილი ყაზბეგი) - დაბა, ყაზბეგის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული ცენტრი. მდებარეობს მდინარე თერგის ხეობაში, მყინვარწვერის ძირში ზღვის დონიდან 1750 მეტრზე. იგი ქალაქ ვლადიკავკაზიდან დაშორებულია 46 კმ-ით. დაბის სტატუსი მიენიჭა 1966 წელს. მოსახლეობა 1,82 ათასი (2002). დაბაში არის ადმინისტრაციული, კულტურის, განათლების და ჯანდაცვის დაწესებულებები, მცირე საწარმოები. სტეფანწმინდაში დაცულია ალექსანდრე ყაზბეგის მამისეული ორსართულიანი სახლი (ამჟამად მხარეთმცოდნეობის მუზეუმი) და კარის ეკლესია. სახლის წინ მწერლის საფლავია, დგას ბიუსტი. დაბის ცენტრში აღმართულია მისივე მონუმენტი. სტეფანწმინდას თავს დაჰყურებს გერგეთის სამების ეკლესია.
"...ყაზბეგში რამდენიმე სამლოცველო ნიშია. მათ შორის საყურადღებოა ყუროს ნიში, სადაც მოხევეები 12 ივლისს პეტრეპავლობას დღესასწაულობდნენ. აქვე, "ხედენიშის წმინდა გივარგის" სალოცავში 20 ივნისს დიდი ხატობა იმართებოდა ხოლმე. თქმულებით, ხედენიშში ღვინით წვიმდა და თეთრი პურით თოვდა, მაგრამ ერთ უგუნურ დედაკაცს ხედენიშობას ეს ადგილი ბავშვისთვის წაუბილწვინებია. ხატი გაჯავრებულა და მიწაში ჩასულა. ხალხს იქაურობა გადაუთხრია, მაგრამ ხატი ვერ უპოვიათ. ბოლოს ხატს მიწიდან ამოუძახია: ნუ იღლებით, რამდენ თოხსაც დაჰკრავთ, იმდენად სიღრმეში ჩავდივარო. ამ ნათხარს "გორაის ტბას" ეძახდნენ.
ყაზბეგიდან 5 კმ-ის დაშორებით, დარიალისკენ, თერგის ნაპირას, ნათლისმცემლის ნიშია, სადაც 11 სექტემბერს დიდი ხატობა - "ივანობა" იმართებოდა. წმინდა იოანე ნათლისმცემელს ხევში ბავშვების მფარველად მიიჩნევენ. აქვეა აგრეთვე ყოვლადწმინდის ნიში. ამ ადგილს "ნახერეთი" ჰქვია. ნათლისმცემლის "კვირიეს ხატი" კლდეშია გამოკვეთილი და ეკლესიის ფორმა აქვს. ეს სამლოცველო ადრე მოხატული ყოფილა. ნათლისმცემლის ხატში წინათ მთელი ხევი მოდიოდა. დღეობა სამი დღე გრძელდებოდა. ხალხის რწმენით, ეს ხატი უფროს ვაჟს ამიზეზებს, ამიტომაც პირველ ვაჟს სამ წლამდე თმას არ შეკრეჭდნენ, ივანობას ხატობაში "ბერადშეყენებულს" მიიყვანდნენ, ხელში თავის სიგრძე კელაპტარს მისცემდნენ და წმინდა იოანეს შეავედრებდნენ. წინათ მოხუცი დედაკაცები ნათლისმცემლის პატივსაცემად თეთრი სამოსით იმოსებოდნენ და ფეხშიშველნი მიდიოდნენ სალოცავში. ზოგი ავადმყოფ შვილს ნათლისმცემლის წყაროზე დაბანდა თავ-პირს, თანაც წმინდა იოანეს შეავედრებდა პატარას..."
იხ.სტატია " ხევის სალოცავები " (16.12.2005) : karibche.ambebi.ge/skhvadaskhva/istoria/677-mokheveebs-...
სტეფანწმინდა (ყოფილი ყაზბეგი) - დაბა, ყაზბეგის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული ცენტრი. მდებარეობს მდინარე თერგის ხეობაში, მყინვარწვერის ძირში ზღვის დონიდან 1750 მეტრზე. იგი ქალაქ ვლადიკავკაზიდან დაშორებულია 46 კმ-ით. დაბის სტატუსი მიენიჭა 1966 წელს. მოსახლეობა 1,82 ათასი (2002). დაბაში არის ადმინისტრაციული, კულტურის, განათლების და ჯანდაცვის დაწესებულებები, მცირე საწარმოები. სტეფანწმინდაში დაცულია ალექსანდრე ყაზბეგის მამისეული ორსართულიანი სახლი (ამჟამად მხარეთმცოდნეობის მუზეუმი) და კარის ეკლესია. სახლის წინ მწერლის საფლავია, დგას ბიუსტი. დაბის ცენტრში აღმართულია მისივე მონუმენტი. სტეფანწმინდას თავს დაჰყურებს გერგეთის სამების ეკლესია.
"...ყაზბეგში რამდენიმე სამლოცველო ნიშია. მათ შორის...
Recent city comments: